ვალსის დაბადების თარიღი XVIII საუკუნის 80-იანი წლებია. ეს ცეკვა გაჩენის დღიდან არისტოკრატიული იყო. მისიდაბადების ადგილად ვენა ითვლება. ვალსის რამდენიმე სახეობა არსებობს – ნელი და სწრაფი, ინგლისური და ვენური. არსებობს გერმანული და ფრანგული ვალსებიც.ცეკვის ამ სახეობამ პოპულარობა მე-19 საუკუნეში ჰპოვა, შტრაუსისმუსიკის თანხლებით.
ვალსის ტიპის ნელი ცეკვები 1559 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ცეკვას ვოლტა ერქვა,რომელიციტალიურად მოსახვევს ნიშნავს. მე-16 სუკუნეში ვოლტა უკვე დას. ევროპის სალონური ცეკვების ლიდერი გახდა, ხოლო როდესაც შტრაუსმა ვალსის მუსიკა შექმნა, ვოლტა ყველამ დაივიწყა. არისტოკრატიულ წრეებში შტრაუსის ვენისვალსი ყველაზე პრესტიჟული გახდა. იგი სამეფო ოჯახებმა აიტაცეს, რასაც მაღალი წრის ოჯახებმაც მიბაძეს. 1812 წელსშეიქმნა გერმანული ვალსი, რომლის შექმნასაც ლორდ ბაირონს უკავშირებენ, მისი მეუღლე წერდა : ”ნამდვილიჯენტლმენი ქალს ნაზად უნდა ეპყრობოდეს, ხელი ფაქიზად უნდა მოკიდოს. ჩემმა ქმარმა ქალთან ურთიერთობაკარგად იცის, ამიტომაც შექმნა გერმანული ვალსი.
No comments:
Post a Comment